აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თეთრი სახლის ლიდერი მისალოც წერილში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.

ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.

გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს,” - ნათქვამია მისალოც წერილში.

მარბიელი აუუ, უნდა ნახოთ რა ცაჯმულია საცოცხეთი - აქეთ დიანა და ხუხა, იქით ფორმულაში ზმუიან ... მალე აქუც ალბათ ... :)))
ახლა ამათ ბროწეულის ოყნა თუ უშველის:))
10 საათის უკან
Gami ეს რს უბედურება დაატყდათ თავს ამ არარაობებს რს უნდოთ კიდევ.. სპეციალურად ჩავრთე მაგათი არხები - ენა ვერ აღწერს რაც იქ ხდება; სახეები მოღრეცილი წვინტლი ცხვირიდან, ქსუტუნი, თვალების ცეცება, ხმაში ისტერიკა... დედები აქვთ მოხნული! უილსონი ფულის გადარიცხვას ელოდება -- მანამდე ხმას არ ამოვიღებო..
10 საათის უკან