რობერტ ფიცო - სლოვაკეთი არ არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც უნდა ასწავლონ, ფრიდრიხ მერცის სიტყვები თანამედროვე ევროპაში მიუღებელია

რობერტ ფიცო - სლოვაკეთი არ არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც უნდა ასწავლონ, ფრიდრიხ მერცის სიტყვები თანამედროვე ევროპაში მიუღებელია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხს მერცის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მერცმა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ევროკავშირის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ისაუბრა.

ფიცოს თქმით, მერცის სიტყვები თანამედროვე ევროპაში მიუღებელია და სლოვაკეთი არ არის სკოლის მოსწავლე, რომელსაც უნდა ასწავლონ.

„სლოვაკეთის სუვერენული პოზიცია ემყარება არა ამპარტავნებას, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ თუ არ დავუჯერებთ, რა მოხდება – დაგვსჯიან? ეს არ არის ერთობისა და თანამშრომლობისკენ მიმავალი გზა. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ საკითხის განხილვას, რადგან კომუნიკაციის ასეთი სტილი კონტრპროდუქტიულია“, – განაცხადა ფიცომ.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, განიხილოს ევროკავშირის მხრიდან სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა. მერცის თქმით, წევრი ქვეყნები, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობას, შესაძლოა, შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ყოველთვის არსებობს ევროპული ფონდების გაწვევის შესაძლებლობა.