სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს

სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს

ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს.

როგორც მან დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ჯერ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და მერე - ადგილობრივი ან ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ზურაბიშვილის თქმით, ამისთვის აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შეიქმნა წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში.

„ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და, რომელიც იქნება ჩვენი მიდგომები არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.

„აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრირება, რომ არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის საერთო, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენი მისატანია ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Gami კიდივ ამ "რენტგენის პლასტინკას" ატრიალებს ეს ქაჯ-ქალა; პატეფონის ნემსი გაცვდა... აბა, ესაო, ისაო, ამას ვიზამო, იმასაც ვიზამთო.. ეს რასაც რეიზა იყო ჩამოთრეული, ბლეყვე პაატასაც არ უბღავლია... მოკლედ, კრება ს მხიარულობა არ ეტყობოდა; სამგიეროდ ეტყობოდა/იყო/ უტვინობა და სრული გაფშივება.
15 საათის უკან