აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინაში მშვიდობის მიღწევა. ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
სტატიის თანახმად, თეთრი სახლის ლიდერი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტების აღდგენაზე უფროა ორიენტირებული, და არა კრიზისის დარეგულირებაზე.
Spiegel-თან ინტერვიუში პოლიტოლოგი საბინა ფიშერი განამარტავს, რომ თუკი უკრაინის საკითხზე შუამავლობა ამერიკისთვის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში წინაღობად იქცევა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, სამშვიდობო ძალისხმევაზე საერთოდ უარი თქვას.
ექსპერტის თქმით, კიევი რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის კონტაქტის აღდგენას პოტენციურ საფრთხედ განიხილავს.