დავით მათიკაშვილი: ევროპულ ქვეყნებში რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია, არ შეიძლება, საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს, მოუსმინონ ბერსეს განცხადებას და გაიაზრონ, რომ სიმართლე ერთია

დავით მათიკაშვილი: ევროპულ ქვეყნებში რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია, არ შეიძლება, საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს, მოუსმინონ ბერსეს განცხადებას და გაიაზრონ, რომ სიმართლე ერთია

ევროპულ ქვეყნებში რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია, არ შეიძლება, საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეც ამას ამბობს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

„დროა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას მოუსმინონ და კარგად გაიაზრონ, რომ სიმართლე ერთია. არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტი არსებობდეს და ორი-სამი სიმართლე იყოს. სიმართლე ერთია, რაც დემოკრატიისთვის სარგებლის მომტანია ევროპულ ქვეყნებში, არ შეიძლება, ის საქართველოში კონტრპროდუქტიული იყოს და გენერალური მდივანიც ამას ამბობს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ალენ ბერსე უცხოური გავლენის შესახებ კანონებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს. ალენ ბერსეს თქმით, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იმავე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთში.