არჩილ გორდულაძე 26 მაისისთვის ოპოზიციის გეგმებზე: როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც. იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ. მათ მიმართ იქნება, რა თქმა უნდა, მკაცრი ღონისძიებები გატარებული

არჩილ გორდულაძე 26 მაისისთვის ოპოზიციის გეგმებზე: როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც. იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ. მათ მიმართ იქნება, რა თქმა უნდა, მკაცრი ღონისძიებები გატარებული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს გამოეხმაურა. გორდულაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიცია მსხვერპლზეც არის წამსვლელი.

„ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად, ევროკავშირიდან განცხადება, რომ საქართველოში უნდა იბრძოლონ და ეს პირდაპირი მოწოდება იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობისათვის“. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ 26 მაისი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიისათვის, აწმყოსა და მომავლისთვის, წაართვან ქართველ ხალხს, როგორც სცადეს, რომ წაერთმიათ 9 აპრილს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფითა და შებღალვით. როგორც ჩანს, წამსვლელები არიან მსხვერპლზეც. იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ. მათ მიმართ იქნება, რა ტქმა უნდა, მკაცრი ღონისძიებები გატარებული, ვინც გულში გაივლებს, რომ ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

რადიკალური ოპოზიცია 26 მაისს პროვოკაციების მოწყობას აანონსებს. ეროვნული დღესასწაულის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები მსხვერპლსა და შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობენ.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.