ირაკლი კირცხალია არასამთავრობოების მიერ ტერმინ „არალეგიტიმური პარლამენტის“ გამოყენებაზე: დავალების მიმცემის და შესაბამისად, დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა და ამაზე რეაქცია მაინც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არაფერი აღარ გვიკვირს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ტერმინ „არალეგიტიმური პარლამენტის“ გამოყენებას ეხმიანება.

კირცხალიას შეფასებით, აღნიშნულზე პასუხისმგებლები ორგანიზაციების დამფინანსებლები არიან.

„დავალების მიმცემის და შესაბამისად, დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა და ამაზე რეაქცია მაინც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არაფერი აღარ გვიკვირს იმიტომ, რომ მათ თავიანთი რეალური სახე უკვე გაშიფრეს და არ მალავენ, რომ ღიად და პირდაპირ ერევიან შიდაპოლიტიკურ საქმეებში ასეთი აგენტურული ქსელის ინსტრუმენტებით, როგორიც არის „საია“ და სხვა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

აღნიშნულ საკითხს დღეს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად მოხსენიება, დეზინფორმაციასთან ერთად, დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფაა.