დავით მათიკაშვილი „საიაზე“: იურისტთა გაერთიანება არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი პროპაგანდისტული და ყოველგვარი მტკიცებულებისგან დაცლილი მესიჯებით ესაუბრებოდეს საზოგადოებას

დავით მათიკაშვილი „საიაზე“: იურისტთა გაერთიანება არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი პროპაგანდისტული და ყოველგვარი მტკიცებულებისგან დაცლილი მესიჯებით ესაუბრებოდეს საზოგადოებას

დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „საია“ საზოგადოებას პროპაგანდისტული მესიჯებით ესაუბრება.

„იურისტთა გაერთიანება არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი პროპაგანდისტული და ყოველგვარი მტკიცებულებისგან დაცლილი მესიჯებით ესაუბრებოდეს საზოგადოებას. „საია“ აკვირდებოდა არჩევნებს და ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა მაღალი დემოკრატიული პრინციპით და ერთი ღირებული მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინეს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ჭრილში. ყველამ, ვინც აფინანსებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ასეთ პოლიტიკას, ცხადია, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - აცხადებს მათიკაშვილი.