დავით ზარდიაშვილი: რუბიო ხაზს უსვამს, რომ აშშ იხელმძღვანელებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა ჯერ განსაზღვრული არ არის, სიცხადის შეტანა დამოკიდებულია რეგიონში მოქმედ გლობალურ მოთამაშეებთან

დავით ზარდიაშვილი: რუბიო ხაზს უსვამს, რომ აშშ იხელმძღვანელებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა ჯერ განსაზღვრული არ არის, სიცხადის შეტანა დამოკიდებულია რეგიონში მოქმედ გლობალურ მოთამაშეებთან

მარკო რუბიოს პასუხი ჯო უილსონის პროვოკაციულ გამოხდომაზე ძალიან მკაფიოა: ერთი მხრივ, რუბიო ხაზს უსვამს, რომ აშშ იხელმძღვანელებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, აღნიშნავს ამ ინტერესებისთვის საქართველოს მნიშვნელობას და მეორე მხრივ, მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკა ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც დავით ზარდიაშვილი აღნიშნავს, რუბიოს განცხადებით ნათელი ხდება, რომ აშშ-ის საქართველოსთან დამოკიდებულება სიცხადეს რეგიონში მოქმედ გლობალურ მოთამაშეებთან - რუსეთთან, ჩინეთთან და თურქეთთან ამერიკის მყარი პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ შეიძენს.

ზარდიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ჯო უილსონის კითხვა, საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის ანტიქართული რეაქციის პროვოცირებისა და მოღალატეობრივი ყიჟინის გამოწვევისკენ იყო მიმართული.

„მარკო რუბიოს პასუხი ჯო უილსონის პროვოკაციულ გამოხდომაზე ძალიან მკაფიოა: ერთი მხრივ, რუბიო ხაზს უსვამს, რომ აშშ იხელმძღვანელებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, აღნიშნავს ამ ინტერესებისთვის საქართველოს მნიშვნელობას და მეორე მხრივ, მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკა ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის და ამ საკითხში სიცხადის შეტანა არსებითად დამოკიდებულია რეგიონში მოქმედ გლობალურ მოთამაშეებთან, უწინარესად - რუსეთთან და ჩინეთთან, ასევე თურქეთთან აშშ-ს მყარი პოზიციის ჩამოყალიბებაზე.
მიუხედავად ამისა, ჯო უილსონის ეს გამოხდომაც, კვლავაც მიმართულია საქართველოში მოქმედი მე-5 კოლონის ანტიქართული რეაქციის პროვოცირებაზე: მოღალატეობრივი ყიჟინას, ქაჯური ყაყანისა და ცოფიანი ყეფა-ღრენის გამოწვევაზე. მათგან ყველაზე საზიზღარი გულის გამაწვრილებელი, ტვინის შემჭმელი ქაჯური ყაყანია.
ამაზრზენი, გულისამრევი სანახაობაა! კონტრასტი გამაოგნებელია: ერთ მხარესაა უეჭველი სიმართლე, რაზეც კაცნი რომც დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ. მეორე მხარეს საარაკო სიცრუეა და სრული ურჯულოება - შუბლზე ძარღვგაწყვეტილ არაკაცთა უგუნური ყაყანი.
მოკლედ: ყაყანით მუდამ ყაყანებენ და არც არასდროს მოიშლიან, თუნდაც სიმართლეს ქვებიც ღაღადებდნენ!" - წერს დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

Gami ჩინეთთან მოლაპარაკების შემდეგ შეიმუშავებს აშშ ჩვენს მიმართ პოზიციას. ასეა ეს. ხელისუფლებამ კი, მიხედოს "რონდელის ნაბიჭვრების ფონდს", რა გახდ ასეთი...
2 საათის უკან