საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 15:00 სახეზეა ჩანიშნული. საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები იკრიბებიან. პარალელურად ადგილზე წესრიგის უზრუნველსაყოფად იმყოფებიან სამართალდამცველები.
„მობილიზებულია პოლიცია უსაფრთხოების მიზნით, ვინაიდან სხვადასხვა პროცესია ჩანიშნული და, მათ შორის, გარკვეული აქციის მონაწილეები არიან [აქ]. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო პერიოდში, სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, ყველგან არის პოლიცია - იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განმარტა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.