რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჯორჯ სიმიონის შუამდგომლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჯორჯ სიმიონის შუამდგომლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის მემარჯვენე კანდიდატის, ჯორჯ სიმიონის შუამდგომლობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა.

„2025 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცედურული საკითხების დაცვის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა ბატონ ჯორჯ-ნიკოლაე სიმიონის შუამდგომლობა 2025 წლის 18 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაუქმების შესახებ. განხილვის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლომ შუამდგომლობა არჩევნების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა, როგორც დაუსაბუთებელი“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართა. ერთმანეთს მემარჯვენე ნაციონალისტი ჯორჯ სიმიონი და ცენტრისტი ნიკუშორ დანი უპირისპირდებოდნენ. ოფიციალური შედეგების თანახმად, დანმა ხმების 54% დააგროვა, ხოლო სიმიონმა - 46%. სიმიონი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა. მიზეზად უცხოური ჩარევა სახელდებოდა.