„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი:  დავით კოდუამ მითხრა,  ხომ იცი  ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება,  ყველას კისრებს დავამტვრევთო

„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი:  დავით კოდუამ მითხრა,  ხომ იცი  ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება,  ყველას კისრებს დავამტვრევთო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე,  სადაც  „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო რედისონის წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა  დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ  მის გაყიდვას 15 000 ლარად. 
 „2004 წელს გადატრიალების შემდეგ მე ბიზნეს საქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან ელდარ მილდიანთან ერთად. 

2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით.

მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე ლეჩკომბინატში. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი თქვენ ხომ გვიცნობთ ჩვენ ვინ ვართ. დღეს ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენ დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ  გვქონდა წინანდალში  საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო რედისონის წინა ეზოს. ტყესა და რედისონს შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის.  ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“,- განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა. 

მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა "ხომ იცი  ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება,  ყველას კისრებს დავამტვრევთო".

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგანაც ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი  და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი. რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება ყველას კისრებს დავამტვრევთო.  ეს ის პერიოდია როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა იმას რომ აკეთებდნენ ის პერიოდია.  ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ იმაში გაეცვალათ.

ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ ლეჩკომბინატში. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ  ჩვენზე,  თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ რასაც უნდა აკეთებდნენ“,-განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.