საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით ისაუბრა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მარკო რუბიოს პასუხი იყო ზოგადი და მასში არ ყოფილა კონკრეტულად ნახსენები „ქართული ოცნება“ ან საქართველოს ხელისუფლება.
„როგორ აიტაცეს ჩვენმა სრულ ფულტრაციაში მყოფმა ე.წ ოპოზიციურმა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფებმა და მათ მიერ მართულმა მედიებმა. ესეც გასაგებია საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც გასაგებია, ღიმილის მომგვრელია, პირდაპირ დამახინჯება არა მხოლოდ რუბიოს სიტყვის დამახინჯება, ისინი ზოგადად თავისი მთელი პათოსით ამახინჯებენ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ. ყველაფერს უყურებენ ვიწრო პარტიულად და იმ გადმოსახედიდან, რომელი გადმოსახედიც მათ აწუხებთ.
რაც შეეხება რუბიოს პასუხს. ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა ძალიან ზოგადი პასუხი იყო. იმ პირდაპირ პროვოკაციულ კითხვაზე, იმ ვის მიერ მართული ადამიანისგან, ყველამ ძალიან კარგად იცის, დასმულ კითხვაზე, რომელიც დაუსვა ბატონმა უილსონმა რუბიოს. იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, საერთოდ ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი, კარგად წაიკითხონ, გაეცნონ, მოისმინონ. აქ იყო ძალიან ზოგადი პასუხი. ზოგადად დიდ წარმომადგენლობებს ზოგადად რეგიონში, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რეგიონი, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა. სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება თუ არა მთავრობასთან თუ არ შეიძლება, აი ეს არის ზოგადი პასუხი“,-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყველასთვის ნათელია და ის სრულ თანხვედრაშია ტრამპს ადმინისტრაციის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან.
„ჩვენი მხრიდან პოზიცია ყველასთვის ნათელია, ყველას კარგად გვახსოვს ღია წერილიც და ზოგადად ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ჩვენი განცხადებები, რომ სრული პოლიტიკური მსოფლმხედველობითი თანხვედრა გვაქვს ერთმანეთთან. კი ბატონო, თუ რამე მოსაკვლევი აქვთ, თუ რამე გასარკვევი აქვთ ამას ვითხოვთ, რომ მოიკვლიონ, გაარკვიონ, კარგად შეხედონ თუ რეალურად რა გზას ადგას ჩვენი ხელისუფლება, როგორ მოქმედებს, ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობითი თანხვედრა შეაფასონ თუ გვინდა, რომ ლოგიკური და ობიექტურები ვიყოთ ამ ყველაფერთან მიმართებაში და შემდეგ კი ბატონო. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო და აშშ უნდა იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადავიდეს რეალურ პარტნიორობაში. მეტიც გვითქვამს, რომ სრულიად ახალი ფურცლიდან და თვისობრივად ახალ ურთიერთობაში, ეს ასეა და თუ ვინმე რაიმეს მოიკვლევს და ეს მოკვლევა არ იქნება ობიექტური აქ წამოვა ასევე ლეგიტიმური კითხვა, რომ სად ხედავთ ერთ ანტიამერიკულ ან განცხადებას, ან მოქმედებას, ან ანტიდასავლურს საქართველოს მხრიდან. ამით ყველაფერს ნათელი მოეფინება, ეს არის ზუსტად ჩვენი პოლიტიკა, ეს არის ზუსტად ჩვენი პარტნიორებისადმი დამოკიდებულება.
ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ და ამ პოზიციაზე დავრჩებით, რომ ამერიკის ადმინისტრაციას, ამერიკელ ხალხს არასდროს გავაიგივებთ ჯო უილსონთან, უბრალოდ სასაცილოა ამ ფიგურასთან აშშ-ს ადმინისტრაციის და ხალხის გაიგივება და ქვეყნის ურთიერთობის განვითარება არ განვითარების და სტრატეგიული პარტნიორობის და სამომავლო ურთიერთობის ამ ადამიანის ჩართულობითაც კი განხილვა. იმიტომ რომ, ამ ადამიანმა თავისი სახე უკვე აჩვენა. ყველას გვახსოვს ის ქარდები არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ ვინ ჰყავდა დაბარებული, ვისი წერილით გახსნა კომისია ვის დაეყრდნო, რა „რონდელის ფონდი“ და გიგაური, უბრალოდ სასაცილოა. საზოგადოებას ეცინება ამ პიროვნებაზე.
კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, ძალიან ყურადღებით იმ ძალიან ზოგად პასუხს, რომელიც გასცა ბატონმა რუბიომ“,-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.