მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს

მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს

მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს. შემთხვევა პოსუელოს რაიონში ამერიკულ სკოლასთან მოხდა. მედიის ცნობით, მას მაშინ ესროლეს, როდესაც სკოლაში თავისი შვილები მიჰყავდა. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პორტნოვი იყო პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგ კი იანუკოვიჩის მხარეს გადავიდა.

ევრომაიდნის შემდეგ, პორტნოვმა იანუკოვიჩის გუნდთან ერთად დატოვა უკრაინა და, მედიის ცნობით, ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ვენაში. 2019 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ის მცირე ხნით დაბრუნდა უკრაინაში, მაგრამ მალევე ისევ დატოვა ქვეყანა.