ბექა ძამაშვილი: ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ქართული პოლიცია მოქმედებს ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტებით

ბექა ძამაშვილი: ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ქართული პოლიცია მოქმედებს ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტებით

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ქართული პოლიცია მოქმედებს ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტებით, - განაცხად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა „მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„კონკრეტულად ამ მომჩივანთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის უზრუნველყოფილი იყო გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მის მიმართ წარმოებული სასამართლო პროცესები იყო სამართლიანი, კერძოდ, დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი და ასევე მოსამართლე იყო მიუკერძოებელი. რაც ყველა მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებიდან და რასაც აქვს ერთგვარად პრეცედენტული ხასიათი, არის უშუალოდ მისი დაკავების ფაქტი. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც მომიტინგეს შეკრება-მანიფესტაციის დროს მიაქვს ისეთი ნივთები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში საუბარი იყო შეშის მიტანაზე, თუმცა, ეს ვრცელდება ყველა მსგავსი ხასიათის ნივთზე, და როდესაც ის არ ემორჩილება პოლიციელის მოთხოვნას, ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, დააკავოს და დააჯარიმოს კიდეც ის“, - გააცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქმეზე „მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა, დაკავება კი სასამართლოს შეფასებით, მოხდა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით.

მარბიელი ეს სანახევრო სიმართლე რა უბედურებაა; საქართველოს იმ მაჭავარიანის სასარგებლოდ 1800 ევრო რაში დააკისრეს?
5 საათის უკან