არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები

კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის ძალადობისკენ მოწოდებაზე საუბრისას.

„როგორც ვიცი ბატონი გედი იურისტია, თავს იურისტს უწოდებს და კარგად უნდა ჰქონდეს წაკითხული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც და სისხლის სამართლის კოდექსიც, თავის განცხადებებში იყოს ძალიან ფრთხილად. დანარჩენებს კი ვისაც აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყონ, კარგად დაიმახსოვრონ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ახდენენ პრევენციას ნებისმიერი ძალადობრივი მოქმედებების“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ხელისუფლება, 26 მაისს რადიკალურ ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობის საშუალებას არ მისცემს. ოპოზიცია კი, მსხვერპლზე საუბრობს და ძალადობას აანონსებს. გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის და პიკეტირების მომხრეა.