„სტანდარტ ბანკში“ გიორგი ქადაგიძე დამინიშნეს დეპოზიტების მმართველად, რომელმაც ბანკი დააზიანა. ასე იმართებოდა ყველაფერი, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე.
„სტანდარტ ბანკში“ გიორგი ქადაგიძე, ახლა რომ გვმოძღვრავს და ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესისა და თავისუფალ მედიაზე ლაპარაკობს, დამინიშნეს დროებით მმართველად და რომელსაც ბანკი უნდა ემართა იცით რას აკეთებდა?! ურეკავდა ჩემი დეპოზიტების უფროს, დეპოზიტები გაიტანეთო, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ ამტკიცებდა რომ ცუდი ბანკი იყო და რატომ შემოიყვანეს. უამრავი მაგალითი მაქვს, გამოვიდეს და თქვას ტყუილიაო, მოვიყვან ხალხს, ვისაც დაურეკეს და იტყვის. ყველაზე დიდი კონტრაქტი, რაც „თელასთან“ გვქონდა, გაწყვიტა. შემოუშვეს დროებითი მმართველი, რომელმაც შემდეგ ბანკი დააზიანა. ასე იმართებოდა ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.