ბენდუქიძე ღიადაც აღუდგა სააკაშვილს, რომ არ შეიძლება ამის გაკეთებაო, როდესაც რკინიგზის პრივატიზაცია გააკეთეს. ბენდუქიძემ, დარწმუნებული ვარ, იცოდა, რისთვისაც აკეთებდნენ, მეც ვიცოდი, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე.
ალუდა ღუდუშაურმა ჰკითხა, ახსენდება თუ არა ვინმე „იმედის“ დარბევის პერიოდში, ვინც ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევდა.
„შეიძლება ვიღაცები იყვნენ, მაგრამ მე არ ვიცი. ერთი კაცი მახსენდება მხოლოდ კახა ბენდუქიძე, რომელმაც რკინიგზის ამბავზე ატეხა ერთი ამბავი. ღიადაც აღუდგა სააკაშვილს, რომ არ შეიძლება ამის გაკეთებაო, როდესაც რკინიგზის პრივატიზაცია გააკეთეს. ბენდუქიძემ, დარწმუნებული ვარ, იცოდა, რისთვისაც აკეთებდნენ, მეც ვიცოდი. არ უთქვამს ის, „იმედში“ რკინიგზას რატომ ცვლითო, მაგრამ პრივატიზაციას რატომ აკეთებთო, ეს თქვა. მხოლოდ ეს მახსენდება, სხვა ვინ გაბედავდა“, - აღნიშნა რუხაძემ.