გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩის თქმით საქართველო არასაინტერესო ქვეყანაა გერმანელი ინვესტორებისათვის, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი 2025 წლის 15 მაისს აცხადებს: - დიდი ბრიტანეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში

გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩის თქმით საქართველო არასაინტერესო ქვეყანაა გერმანელი ინვესტორებისათვის, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი 2025 წლის 15 მაისს აცხადებს: - დიდი ბრიტანეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში

გერმანიის ელჩმაჰაიდელბერგ ცემენტისგასვლა 2024 წლის ნოემბერში ახსენა, როგორცევროპასთან დაშორების მაგალითი”. რეალობა/ფაქტი- “ჰაიდელბერგ ცემენტმასაკუთარი წილი გაყიდა 2023 წლის აპრილში, დაახლოებით 8 თვის შემდეგ საქართველომ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო - ჰაიდელბერგ ცემენტი რუსეთში დღემდე აგრძელებს საქმიანობას. კითხვა: თუჰაიდელბერგ ცემენტისქვეყანაში ყოფნით იზომება ევროკავშირთან დაახლოება გამოდის, რომ რუსეთი უახლოვდება ევროკავშორის წევრობას?”- ამის შესახებ Business Insider Georgia- დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს

აბაშიშვილი კვლავ გერმანიის ელჩის განცხადებას იშველიებს, რომარ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის (საქართველო). ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე”. 

მისივე თქმით, Heritage Foundation-ის კვლევით საქართველო ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს ათეულშია

არის თუ არა ჭეშმარიტებაელჩმა თქვა”?- მხოლოდ ფაქტები

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი:  "ჰაიდელბერგ ცემენტი" გავიდა ქართული ბაზრიდან - ტენდენცია კარგი არ არის - 2024 წლის ნოემბერი

მითი

გერმანიის ელჩმაჰაიდელბერგ ცემენტისგასვლა 2024 წლის ნოემბერში ახსენა, როგორცევროპასთან დაშორების მაგალითი

რეალობა/ფაქტი

- “ჰაიდელბერგ ცემენტმასაკუთარი წილი გაყიდა 2023 წლის აპრილში, დაახლოებით 8 თვის შემდეგ საქართველომ  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო 

- ჰაიდელბერგ ცემენტი რუსეთში დღემდე აგრძელებს საქმიანობას 

კითხვა: თუჰაიდელბერგ ცემენტისქვეყანაში ყოფნით იზომება ევროკავშირთან დაახლოება გამოდის, რომ რუსეთი უახლოვდება ევროკავშორის წევრობას

მითი

გერმანიის ელჩი: არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის (საქართველო). ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი

რეალობა/ფაქტი

Heritage Foundation-ის კვლევით საქართველო ვაჭრობის თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს ათეულშია

აქართველო კონტინეტზე ერთადერთი სასელმწიფოა, რომელსაც ერთის მხრივ, აქვს DCFTA ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ამავდროულად, თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). საუბარია ორ მილიარდზე მეტ მოსახლეობასთან, უდიდეს ბაზართან ინტეგრაციაზე/წვდომაზე

P.S. 

ელჩი VS ყოფილი ელჩი ანუ დამოკიდებულებასაც ხომ გააჩნია….

და მაშინ, როდესაც გერმანიის მოქმედი ელჩის თქმით საქართველო არასაინტერესო ქვეყანაა გერმანელი ინვესტორებისათვის, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი მარკ კლეიტონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპ.უფროსის მოადგილე), 2025 წლის 15 მაისს აცხადებს

დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში

- 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო

- გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს და დარჩეს გაერთიანებულ სამეფოსთან ევროპაში ინტეგრირებული

- მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამდენი ბრიტანული კომპანიის შესვლას ქართულ ბაზარზე”- წერს აბაშიშვილი.