ევრაზიის მკვლევარი, ქუინსის პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი მმართველობის ინსტიტუტში მარკ ეპისკოპოსი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ისტორიის პროფესორი მერიმაუნტის უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს ისტორიის დოქტორის ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ბოსტონის უნივერსიტეტიდან თავის ნამუშევარს ასე ასათაურებს: „აშშ-სთვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა ძნელად დასაძლევი ჩვევაა“.
„აშშ-ს აქვს საერთაშორისო კრიზისებითა და ქვეყნის შიგნით შეხედულებების შეცვლით განპირობებული იშვიათი შანსი აქვს - გადახედოს აღმოსავლეთ ევროპის პერიფერიაზე თავის ძირითად მიზნებს. საქართველო, ევრაზიული გზაჯვარედინი კავკასიაში, მოულოდნელად იქცა ყურადღების ცენტრად რეგიონში ამერიკული პრიორიტეტების დაპირისპირებული ხედვების ჭიდილში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული „მეგობარი აქტი“ (მოკლედ „მობილიზება და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის აღსადგენად“), წარმოადგენს საქართველოს მიმართ ულტიმატუმების სერიას, რომელიც ცივი ომის შემდგომი დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ბევრ ნაცნობ იდეას ასახავს.
MEGOBARI-ის აქტი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ მიიღო, წარმოადგენს ულტიმატუმების სერიას საქართველოს მიმართ, რომლებსაც კითხვისას გასდევს პოსტსაბჭოთა ევროატლანტიზმის კლასიკური იდეების ჩამონათვალს. კანონპროექტის გაცხადებული მიზანია: „საქართველოში რუსული სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევის გამოკვლევა“, ის ასევე ითვალისწინებს ჩინეთის გავლენისა და საქართველოში რუსულ-ჩინური თანამშრომლობის პოტენციური გადაკვეთის შესწავლას. USAID-ის დეტალური 90-დღიანი ანალიზი და კონგრესის შესაბამისი კომიტეტები გადაწყვეტენ, ვის დაუწესდება სანქციები და იმსახურებს თუ არა საქართველო სრულფასოვან ურთიერთობებს აშშ-სთან მომავალში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეინარჩუნოს ან დაიბრუნოს კეთილგანწყობა, არამხოლოდ უნდა გაწყვიტოს ნებისმიერი კავშირი რუსეთთან, არამედ ღიად კონფრონტაციული პოზიცია პოზიცია დაიკავოს, რაც გულისხმობს დასავლური სანქციების აღსრულებას მოსკოვის წინააღმდეგ და სხვა ზომების მიღებას რუსული გავლენის წინააღმდეგ (რაც ასევე არის კანონპროექტში მოცემული).
კანონმდებლობა, რომელიც ამტკიცებს, რომ მხოლოდ რუსეთთან მაქსიმალური მტრობის პოზიცია შეესაბამება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მკაცრ პირობებს აწესებს არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ან ნატოში შესვლის გზაზე, არამედ ქვეყნის აშშ-სა და ევროკავშირთან რაიმე კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა.
აქტი ასევე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, წავიდეს მთელ რიგ ერთჯერადი დათმობებზე, რომლებიც გამომდინარეობს დასავლეთის კრიტიკიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით - მათ შორის საკმაოდ საგულისხმო წინადადება, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განსაზღვროს, „შეიძლება თუ არა არჩევნები ჩაითვალოს არალეგიტიმურად“.
როგორც სენატორმა რენდ პოლმა (რესპუბლიკელი, კენტუკის შტატი) 27 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, MEGOBARI აქტი ვერ აღიქმება სხვაგვარად, თუ არა როგორც პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. „ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის“ ფასადის მიღმა, სინამდვილეში ის ცდილობს დასაჯოს კანონიერად არჩეული ქართული მთავრობა იმ გეოპოლიტიკური კურსის არჩევისთვის, რომელიც მიუღებელია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წრეების გარკვეული ჯგუფისთვის.
ეს თავისთავად პრობლემურია იმ მარტივი მიზეზით, რომ დემოკრატიის დაცვის სახელით ხდება ჩარევა საქართველოს შიდა დემოკრატიულ პროცესში და შედეგებით მანიპულირებას ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს აშშ-ის აღქმულ ინტერესებს.
მეორე და უფრო სერიოზული პრობლემა ტექნიკური თვალსაზრისით, ის არის, რომ ზეწოლის ასეთი ტაქტიკა კონტრპროდუქტიულია რეგიონში აშშ-ის რეალური პრიორიტეტებისათვის. საქართველოს საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობის 11% რუსეთზე მოდის, 2022 წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მჭიდროდ გადაიხლართა რუსეთთან - ისე, რომ ამ კავშირების გაწყვეტა ქვეყანას გააღარიბებს. საქართველო, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2008 წელს რუსეთთან ომში ჩაერთო ორ ჩრდილოელ გამოყოფილ რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად და ეს ომი წააგო. ამ კონფლიქტის ხელახალი გამწვავება დასავლური ძალების თხოვნით თბილისისთვის ანალოგიურად დამანგრეველი იქნებოდა.
საქართველოსგან ეკონომიკური თვითმკვლელობის ჩადენისა და რუსეთთან ახალი ომის რისკზე წასვლის მოთხოვნა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლურ სანქციებთან და შეზღუდვების ტალღასთან შეჯახება, რბილად რომ ვთქვათ, მიმზიდველი შეთავაზება არ არის. დასავლეთი ვერ სთავაზობს საქართველოს ვერაფერს იმდენად შესაბამისს იმ სირთულეებსა და დაუცველობასთან, რასაც ქართველი ხალხისგან ევროატლანტიკური კურსის საფასურად ელის. 2008 წლის კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ დასავლეთმა არა მხოლოდ არ უნდა, არამედ არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ომს საქართველოს გამო.
დასავლეთის მადა, ხელახლა გადაჭრას ეს საკითხი, თან სდევს უპასუხისმგებლობა და არაერთგვაროვანი ცინიზმიც, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის შეუმჩნეველი არ არის.
ამასობაში კი რუსეთმა არაერთგზის მიანიშნა - და 2008 წლის შემდეგ მისი სიგნალები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა - რომ მზად არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაუპირისპირდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დასავლურ უსაფრთხოების სივრცეში ინტეგრაციას. დემოკრატიის შეურაცხყოფა კი არა, არამედ სწორედ „ქართული ოცნების“ უმაღლესი ვალდებულებაა ქართველი ხალხის წინაშე, აღიაროს ეს მოცემულობა და საქართველოს საგარეო პოლიტიკა შესაბამისად წარმართოს.
გარდა ამისა, MEGOBARI აქტი საქართველოსა და რეგიონში მისი დეკლარირებული მიზნებისგან სრულიად საწინააღმდეგო შედეგებს გამოიწვევს. მცდელობა, ძალდატანებით აიძულონ ქართველი ოფიციალური პირები უგულებელყონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები, მხოლოდ წაახალისებს მათ, მოიცილონ დასავლეთის ზეწოლა სხვა ძალებთან, მათ შორის მეზობელ რუსეთთან, ურთიერთობების გაღრმავების გზით.
ირონიულია, მაგრამ ამერიკული გადაჭარბებული რეაქცია „ქართული ოცნების“ რუსეთის მიმართ კარგად გააზრებულ პრაგმატიზმზე, აიძულებს თბილისს, გადადგას შერიგებისკენ მიმართული ნაბიჯები მოსკოვთან, რადგან აშშ-სთან პარტნიორობის გარეშე საქართველომ ვერ შეძლო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება. დასავლური სანქციების შემსუბუქების მცდელობისას, საქართველო გააძლიერებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დააშორებს მას აშშ-სა და ევროპას.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია, რაც 2008 წლის მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტის გამო ადრე წარმოუდგენლად ითვლებოდა, დღეს უკვე სრულიად რეალურ პოლიტიკურ შესაძლებლობად იქცა. ეს გაუხსნის გზას რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალ და უფრო ღრმა ფორმებს, პოტენციურად უსაფრთხოების სფეროშიც კი, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს დასავლეთს.
ამ სახიფათო დიაგნოზიდან გამომდინარე, მაცდურია შეჯამება, რომ MEGOBARI აქტის ძირითადი შეცდომა მისი არასწორი ტაქტიკაა, მაგრამ ეს დაავადების სიმპტომის დაავადებაში შეშლაა. უფრო ღრმა პრობლემა ის არის, რომ ეს კანონი და მსგავსი ინიციატივები ეყრდნობიან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პურისტულ ხედვას, რომელიც აიძულებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აირჩიონ მხარე დასავლეთსა და რუსეთს შორის ისეთი გზებით, რაც ავნებს ამ ქვეყნებს და ვერ ეხმარება რეალურ ამერიკულ ინტერესებს.
ამის ნაცვლად, აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა ეფუძნებოდეს რეალობას, რომ ამერიკა ვერ გახდება უფრო მდიდარი ან უსაფრთხო იმით, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციულ ბაზად გარდაქმნის და დასჯის იმ ქართველებს, ვინც არ იზიარებს ასეთ ხედვას. მარტივად რომ ვთქვათ, აშშ-ს არ აქვს ისეთი ბირთვული ინტერესები, რომლებიც გაამართლებს ძვირადღირებულ, საშიშ და არაეფექტიან გეგმას, რომლის მიზანიც რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის გაჩენა იქნება, ევრაზიის იმ ნაწილში დე-იურე ალიანსებისა და დე-ფაქტო დამოკიდებულებების ქსელი ს შენარჩუნების მიზნით.
გასაგები მიზეზების გამო, საქართველო და მრავალი სხვა პოსტსაბჭოური ქვეყანა, ცდილობს შენარჩუნდეს მტკიცე კავშირები დასავლეთთან ისე, რომ არ გაეხვიოს პირდაპირ მტრულ ურთიერთობაში რუსეთთან - დომინანტურ მოთამაშესთან რეგიონში. ვაშინგტონს აქვს ყველა მიზეზი, საქართველოსნაირ ქვეყნებთან ურთიერთობები სწორედ ამ პირობით აწარმოოს, რადგან ეს არის დაბალი ღირებულებისა და დაბალი რისკის გზა რეგიონში ჩართულობის შესანარჩუნებლად. ამავდროულად ქმნის შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ რუსეთთან უსაფრთხოების საკითხების გამწვავება და, შედეგად მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობას.
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ თბილისი უნდა იყოს წაქეზებული მრავალვექტორული პოლიტიკისკენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც საუკეთესო გამოსავალი იქნება ყველა მხარისთვის. თუმცა ამისთვის აუცილებელია პოლიტიკოსებმა უარი თქვან MEGOBARI აქტში გამოთქმულ „ჩვენთან ხარ თუ ჩვენ წინააღმდეგ“ მიდგომაზე და მხარი დაუჭირონ ისეთ სტრატეგიას, რომელიც პატივს სცემს ადგილობრივი მოთამაშეების სუვერენიტეტს და მათ შესაძლებლობებს გაატარონ ისეთ მრავალმხრივი სტრატეგიები, რომლებიც მათ წინაშე მდგომ გამოწვევებს შეესაბამება“, - წერს ეპისკოპოსი.