გიორგი მამაცაშვილი: 2007 წელს დაიწყო შეტევა მედიაზე, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამთენიისას გამოგვყარეს ჟურნალისტები. ეს იყო მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს

გიორგი მამაცაშვილი: 2007 წელს დაიწყო შეტევა მედიაზე, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამთენიისას გამოგვყარეს ჟურნალისტები. ეს იყო მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს

„2007 წელს, პრაქტიკულად შარაძის მკვლელობით დაიწყო ღიად მორალური შეტევა მედიაზე, როდესაც გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამთენიისას გამოგვყარეს ჟურნალისტები“- განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრობს. 

მისი თქმით, მიზანი იყო ის, რომ „რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“.

„ეს იყო მიზანმიმართული, რომ „ასავალ-დასავალი“ გაეჩუმებინათ იმიტომ, რომ სწორედ „ასავალ-დასავალი“ იყო ერთადერთი გაზეთი, რომელიც ღიად, დაუფარავად წერდა იმ ჯალათობებზე, იმ სადიზმზე, რასაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, შაშკინის, უგულავას, ახალაიას რეჟიმი ახორციელებდა. კულტურის მინისტრი, გოკა გაბაშვილი შიმშილით კლავდა გოდერძი ჩოხელს. აბსოლუტურად ყველა თემას ვეხებოდით. მე ვწერდი უშუალოდ.  ჟვანიას მკვლელობას „ასავალ-დასავალი“ იძიებდა. ეს იყო სწორედ მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სააკაშვილის ხუშტურებს, რეჟიმს და ღიად ვწერდით, რომ „ეს არის ფიურერი, ეს არის ჯალათი“. ვინმემ დაგვიჭირა მხარი „სამშობლოდან“ რომ გამოგვაგდეს? კაცი შვილს ხმა არ ამოუღია. გიგი უგულავას ბრძანებით, ირაკლი მაქაცარიას ბრძანებით შემოვარდნენ გამთენიის 5 საათზე „სამშობლოში“ და პირადად მე კონდახების რტყმევით მაგორავეს კიბეებზე. მიზეზი იყო ერთადერთი- რამენაირად გაეჩუმებინათ, აეკრძალათ მედია საშუალებები, გაეჩერებინათ, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა“-განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

მარბიელი სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია; არანაირი ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობს!
საპარლამენტო კომისია შექმნილია კანონის დარღვევით - იქ არ არის იმდენი ოპოზიციონერი, რამდენსაც კანონი ითვალისწინებს!
კითხვები კი შემდეგია: 1.მოწმე თირქიამ ახსენა, რომ პროკურორი, რომელის მისთვის ქონების უკანონოდ წართმევაში მონაწილეობდა, დღესაც იქ მუშაობს; კომისია ამაზე არაფერს ამბობს (?)
2. დღესაც ახსენეს ბოკერია, რომელიც მედიასაშუალებების დარბევაში მონაწილეობდა; მას ასახელებს მოლაშვილიც; ფიგურირებს ე.წ. ციხის ბუნტშიც; რატომ არ იძახებენ მას დასაკითხად?
3. ფაქტია, რომ მაშინ სახ დამცველმა სუბარმა, 2008 წლის გაყალბებული არჩევნები "გააპრავა", კანონიერად ცნო და მიულოცა სააკაშვილს; რატომ არ ჰკითხავენ მას?
ეს და მსგავსი უნდა გასწორდეს, ხალხში რომ არ დარჩეს განცდა, რომ ისევ, ყველაფერი შერჩევითაა!
1 თვის უკან