მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათ პასუხი მოეთხოვებათ - ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა

ოჯახის სიწმინდის დღეს ჩემს ოჯახზე თავდასხმის მცდელობა ჰქონდათ და მცირეწლოვანი ბავშვები დამისტრესეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა.

„როდესაც ბავშვები ჭამდნენ, თავს დაგვესხნენ შეძახილებით, შეურაცხყოფებით. პირველ რიგში ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა. მათ პასუხი მოეთხოვებათ და იმედი მაქვს, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასევე მინდა მივმართო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომლებიც მსგავსი ტიპის რადიკალიზმს აღვივებენ, მათაც აიღონ პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხს, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, თავს აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი დაესხნენ.

დოი როდემდე უნდა ვითმინოთ ამ გაურკვეველი ორიენტაციის ქუჩის მეძავეების პარპაში?!...ქოცებო იმოქმედეთ,ვიდრე ხალხმა დაიწყო ამ მავნებლებს ჭკუის სწავლება!
1 თვის უკან