ვლადიმერ ბოჟაძე: დღევანდელ დღეს მთელმა მსოფლიომ და ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის ჩვენი ტრადიციები, რისთვის ვიბრძვით

ვლადიმერ ბოჟაძე: დღევანდელ დღეს მთელმა მსოფლიომ და ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის ჩვენი ტრადიციები, რისთვის ვიბრძვით

დღევანდელ დღეს მთელმა მსოფლიომ და ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის ჩვენი ტრადიციები, რისთვის ვიბრძვით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, დღეს მილიონამდე ქართველი და საქართველოს მოქალაქე გამოვიდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ერთდროულად 10 ქალაქში დაიწყო მსვლელობები. მნიშვნელოვანია, რომ დღეს არა მხოლოდ ქართველებმა და ქრისტიანებმა მივიღეთ მონაწილეობა, არამედ სხვა ეთნოსის, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც იყვნენ. რეგიონებშიც ხალხმრავალი იყო [სადღესასწაულო ღონისძიებები]. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული ღირებულებები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ოჯახი არის ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თავად უფალმა გვიბოძა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.