საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილეობს. ოჯახის სიწმინდისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ის სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, ის 8 ათასი წელი, რაც კულტურული ერთობა არსებობს, არსად დაიკარგება. შეიძლება, ხანდახან ეცადონ, რომ დააბნიონ საზოგადოების გარკვეული ჯგუფი შეიძლება, ეცადონ, რომ საზოგადოება რაღაც პერიოდით დააბნიონ, მაგრამ მუდმივად და ყველას ვერ დააბნევენ და ვერ მოატყუებენ.
ამიტომ ეს არის გამოძახილი და ამოძახილი ქართველი ხალხისა იმ ხელოვნური იდეოლოგიის საპირწონედ რომელსაც ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
დღეს ვხედავთ ჩვენ გამოფხიზლებას ბევრი საზოგადოებისა. ამერიკელი ხალხი ამ მხრივ მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა ბევრისთვის, ვინაიდან შეიძლება, ქართველ ხალხს ვინმე შეეჭიდოს, მაგრამ ამერიკელ ხალხთან და ამერიკის პრეზიდენტთან უჭირთ შეჭიდება, როგორც ხედავთ.
ის, რომ ყალბი იდეოლოგიებით ხდებოდა სხვა საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა, ამის დაშვება არ შეიძლებოდა, ეს უკვე ითქვა, სხვადასხვა დიდი ტრიბუნიდან და ჩვენ გვიხარია, რომ ის, რასაც ქართველი ხალხი განსაკუთრებით ბოლო წლებია ამბობს, ამ იდეას შემოუერთდნენ სხვა ხალხები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.