„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.
„ერთი დიდი ოჯახია საქართველო, სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა არასდროს უნდა შეწყდეს. ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს, ბევრი რამის სიმბოლოა. განსაკუთრებით დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ქაშუეთის ტაძართან, სადაც იგი დღევანდელი დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.