რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

რომის პაპი ლეო XIV: ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული

ოჯახი მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილურ კავშირზეა დაფუძნებული, განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც პაპმა აღნიშნა, მმართველი ელიტის ამოცანა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობა უნდა იყოს, ეს კი ოჯახში ინვესტიციების ჩადებით შეიძლება გახდეს შესაძლებელი.

„მმართველი ელიტის ამოცანაა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობაა. ეს, პირველ რიგში, ოჯახში ინვესტიციების განხორციელებით შეიძლება გაკეთდეს, რაც მამაკაცსა და ქალს შორის მტკიცე კავშირზე დაფუძნებული. ამასთანავე აუცილებელია ყველა ადამიანის ღირსების დაცვა. განსაკუთრებით დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, ჯერ არ დაბადებული ბავშვებიდან მოხუცებამდე, ავადმყოფებიდან უმუშევრებამდე, იქნება ეს მოქალაქე თუ მიგრანტი“, - თქვა რომის პაპმა.