მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩიხელიძის განცხადებით, სამიტმა გამოააშკარავა ოპოზიციის ტყუილი, რომლითაც ისინი ქართულ საზოგადოებას კვებავენ და ამ ტყუილის თანახმად, თითქოს ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს.
"მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფართო ლეგიტიმაცია აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ! საქართველოს-პრემიერ მინისტრი მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში, სადაც ევროპიდან, ყველა ქვეყნის ლიდერი არის წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძის სამიტზე მიწვევა და მასში მონაწილეობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოსადმი ევროპის პარტნიორულ დამოკიდებულებას. სამიტმა გამოააშკარავა ოპოზიციის ტყუილი, რომლითაც ისინი ქართულ საზოგადოებას კვებავენ. ტყუილია, თითქოს ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და მათ არავინ აღიარებს. ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება. ალბანეთში გამართული სამიტი საქართველოს ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივას უხსნის." - წერს დავით ჩიხელიძე.