ორბანმა უკრაინის სპეცსამსახურები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა

ორბანმა უკრაინის სპეცსამსახურები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის სპეცსამსახურები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

განცხადება ორბანმა სოციალურ ქსელში თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა, სადაც უკრაინის მიერ უნგრეთის წინააღმდეგ ჩატარებული „უპრეცედენტო“ სადაზვერვო ოპერაცია განიხილეს.

„უნგრეთის წინააღმდეგ სპეცსამსახურების უპრეცედენტო ოპერაციაა დაწყებული. მე თავდაცვის საბჭო მოვიწვიე. მალე დამატებით ინფორმაციით დაგიბრუნდებით!“, - დაწერა ორბანმა.

ცნობისთვის, აპრილში უნგრეთში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმი დაიწყო. ის 20 ივნისამდე გაგრძელდება.

Gami მეტის შნო არ აქვს უნგრეთს, რომ გავერანებულმა უკრაინამ პროვოკაციები მოუწყოს?
2 საათის უკან