საქართველოს პარლამენტი: საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები - 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა 

საქართველოს პარლამენტი: საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები - 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა 

საქართველოს პარლამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა, მათ შორის არჩევნების ჩატარების საკითხშიც. 

განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ  საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, მიუხედავად „დიფ სთეითის“ დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანიისა. 

ასევე,  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, განსხვავებით 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების ტოტალური გაყალბებისგან, რის საფუძველზეც ძალაუფლების შენარჩუნება მოხდა. 

„საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიფ სთეითს“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია, ორივე საპარლამენტო არჩევნები იმდენად სამართლიანად ჩატარდა, რომ რაიმე არსებითი დარღვევის შესახებ ვერავინ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნები მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, რომლის შემდგომი აუდიტიც, ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველზე შეინარჩუნა, რასაც „დიფ სთეითმა“ მწვანე შუქი აუნთო“,- ვკითხულობთ განცხადებაში.