საქართველოს პარლამენტი: ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები და არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტი: ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები და არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

„ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარებოდა“-ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც „მეგობარ აქტს“ ეხმიანება. 

პარლამენტის განცხადებაში იმ პროგრესზეა საუბარი, რომელსაც  საქართველომ 2012 წლის შემდეგ მიაღწია. 

როგორც განცხადებაში წერია, საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. 

„ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი ჩინოსნების, NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს. „დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრის“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს. სამჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივრების რაოდენობა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ხოლო მოგვიანებით, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო, მას ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოგვიანებით ქართველი მოსამართლის ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;

საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკის „კორუფციის არარსებობის ინდექსში“ კი, საქართველო მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა“-აღნიშნულია განცხადებაში.