მამუკა მდინარაძე: ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ვეუბნებით, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიონ ურთიერთობებში. თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვინმეს რაიმეს

მამუკა მდინარაძე: ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ვეუბნებით, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიონ ურთიერთობებში. თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვინმეს რაიმეს

ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ვეუბნებით, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიონ ურთიერთობებში. თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვინმეს რაიმეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილი შეაფასა.

„ორ ფეხზე ვდგავართ და ამ გადასახედიდან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ვეუბნებით, მის ხელისუფლებას, რომ გაგვარკვიონ ურთიერთობებში. თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვინმეს რაიმეს, არამედ ხმამაღლა, თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ პირველ რიგში მართლები ვართ ჩვენს საზოგადოებასთან და მერე - ყველა პარტნიორთა ურთიერთობაში. როდესაც მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, მინიმუმ დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე ჯერ კულისებში და შემდეგ - საჯაროდ. წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში რომ ყველაფერი ვილაპარაკოთ, წითელ ხაზებს გადავცდებით. ამას არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვთქვით. სხვადასხვა ქვეყანაში მხარდამხარ ვიბრძოდით, ჯარისკაცები დაგვეღუპნენ, ასობით ჯარისკაცი დაგვისახიჩრდა და შშმ პირია. თავს სწირავენ ჩვენი ჯარისკაცები. ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილები მშვიდობისთვის და ამ დროს იმასაც არ ვიმსახურებთ, რომ ვიღაცამ შეფასება მაინც გააკეთოს ობიექტურობასთან მიახლოებული?! ამაზე დღეს თამამად ვსაუბრობთ და ვითხოვთ პასუხს ჩვენი მეგობრებისგან“, - აღნიშნა მდინარაძემ.