მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილის იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. მათ შორის, მკაფიოობა უნდა იყოს გვარამიასთან მიმართებაში და უნდა დაერქვას რაღაცებს სახელი თუ გვინდა ეს ბაკქანალია მორჩეს და რომ ვერ გაარჩევ ვინ ვინ არის, აზელილი რომ არის ოპოზიციური ველი და სამოქალაქო სექტორი და პროფესორები რომ ჰგონიათ ყველაფერში თავი, სხვანაირად ეს ვერ მორჩება თუ ვინმემ არ დაიწყო. თან არაფერი გამოვიდა აქედან. რის გამოც ვითმინეთ, ერთობის გამო, ეგ არ გამოვიდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.
„რა პროცესი მიდის- ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს [ადგილობრივ არჩევნებზე], ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, ლელო -ეთერში ერთს იძახიან და აქტივთან რომ ჩადიან სხვას. მე ზეპირად ვიცი მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, „ახლებმაც“ მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.