სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.
„ის პროტესტი რაც მიმდინარეობს კარგია, მაგრამ არასაკმარისია. ნამდვილად მგონია, რომ მიშა იმსახურებს იმას, რომ მიშას ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს. მეორე ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ ამ პროცესში. მგონია ამ სექტორშიც ბევრი პრობლემაა.
პერსონალური ზიზღი შენთვის უნდა შეინახო, თუ ამბობ, რომ საერთო ბრძოლაში ხარ. რეალურად აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ ერთობაში ღირებული არ იყო იმიტომ, რომ პირველივე შესაძლებლობაზე დანას ჩაგარტყამენ ზურგში. მაინტერესებს ვინ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინც სტრატეგიას გეგმავდნენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების. ისინი იძლეოდნენ ინსტრუქციას, რომ ომზე არ უნდა ილაპარაკო“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.