ლევან ნიკოლეიშვილი: ბევრ საკითხზე საქართველო და ამერიკის საზოგადოება აზროვნებით თანხვედრაში არიან -  იქნება ეს USAID-ისა და NED-ის საქმიანობა, ლგბტ-პოლიტიკები - თუმცა ქმედითი მხარდაჭერა ან არ ჩანს, ან შესაძლოა, იგვიანებს

ლევან ნიკოლეიშვილი: ბევრ საკითხზე საქართველო და ამერიკის საზოგადოება აზროვნებით თანხვედრაში არიან -  იქნება ეს USAID-ისა და NED-ის საქმიანობა, ლგბტ-პოლიტიკები - თუმცა ქმედითი მხარდაჭერა ან არ ჩანს, ან შესაძლოა, იგვიანებს

ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად გააჩნია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება-გაუმჯობესების სურვილი, - წერს სოციალურ ქსელში  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილის შესახებ. 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დაუშვებელია ისეთი ჩაკეტილი მიდგომა, როდესაც კითხვებზე პასუხები არ არსებობს -  განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და თავდაცვას უკავშირდება.

„საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის  წერილი აშშ-ს პრეზიდენტისადმი, კიდევ ერთი დასტურია იმისადმი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გულრწფელად გააჩნია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება-გაუმჯობესების სურვილი. სამწუხარო რეალობაზე ხაზგასმაც უდავოდ დროულია, აშშ-ს პრეზიდენტს ღიად აქვს გამოცხადებული "დიფ სთეითის"  და მათ მიმდევართა წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ამერიკელებისგან ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ჩვენი აზრები ემთხვევა   USAID-ის, NED-ის  დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ლგბტ-ზე,  მაგრამ ქმედებები ან არ ჩანს, ან თუ გამოჩნდება ალბათ მოგვიანებით, რის იმედს კვლავაც ვიტოვებთ. ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი მაინც ის არის, რომ უმადურობასთან ერთად ხშირ შემთხვევაში უსამართლობასაც ვხედავთ, რომელსაც არათუ არ ვიმსახურებთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენს გაოცებასაც იწვევს, რის დადასტურებაც ყველაზე არამეგობრული ქმედების "მეგობრულ აქტად" შერაცხვა გახლავთ. ჩვენს კითხვებზე პასუხები არ არის, რაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ყოვლად დაუშვებელი და მიღებელია, განსაკუთრებით როცა საკითხები, ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებს ეხება, საინტერესოა ვის და რის  წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენი მტრების თუ ჩვენი მეგობრობის.“ - წერს ნიკოლეიშვილი.