გიორგი ხოჭავა: მივდიოდი სახლში, გააჩერა მეგის ქარდავამ, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი. გადმოვიდა, დამიძახა მოდი აქო, ჩემმა მანქანამ რომ გააჩერა რატომ არ მოხვედიო, კიდევ ოთხი თანამშრომელი ეჯდა და ჩემი სახლის წინ მცემეს, დამაგდეს და წავიდნენ

"ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეგის ქარდავას მიერ მისი დაკავებისა და წამების ფაქტებზე ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა,  დაკავებამდე მეგის ქარდავამ საკუთარი სახლის წინ  მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ხოჭავა მის გაჩერებულ მანქანასთან არ მივიდა. 

„მეგის ქარდავას ვიცნობდი და ერთ დღეს, რამდენიმე თვის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბავშვობაში მიყვარდა ბილიარდის თამაში, ახლაც მიყვარს და საბილიარდო იყო ჩემ სახლთან ახლოს, მოვდიოდი სახლში, დაახლოებით ჩემ ჭიშკართან ვიყავი მოსული, გააჩერა მეგის ქარდავამ, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი და გადმოვიდა, დამიძახა მოდი აქო, ჩემმა მანქანამ რომ გააჩერა რატომ არ მოხვედიო, რატომ არ მოიწიეო ჩვენკენო და ჩემი სახლის წინ გადმოვიდა, კიდევ ოთხი თანამშრომელი ეჯდა და ჩემი სახლის წინ მცემეს, დამაგდეს და წავიდნენ. ეს შეხება მქონდა“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.