გია აბაშიძე: პრემიერ-მინისტრის წერილი პრეზიდენტ ტრამპს დროული და აუცილებელია - სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბზარები არ უნდა არსებობდეს

გია აბაშიძე: პრემიერ-მინისტრის წერილი პრეზიდენტ ტრამპს დროული და აუცილებელია - სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბზარები არ უნდა არსებობდეს

პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, რადგან აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, - წერს ანალიტიკოსი გია  აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბზარები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს.

„პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბზარები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს.  

საქართველოს მთავრობის მეთაური უზუსტეს აქცენტს აკეთებს და წერილში აღნიშნავს:

"რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის"...“ - წერს ღია აბაშიძე.

მარბიელი " უსტარი ირაკლისა დონალდსა თანა" :))
2 საათის უკან