დონალდ ტრამპი: ვაშინგტონის შუამავლობით პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

დონალდ ტრამპი: ვაშინგტონის შუამავლობით პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა, აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების ინფორმაციას პაკისტანის ვიცე-პრემიერიც ადასტურებს.