მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დედაქალაქი Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია. 

მისივე თქმით, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2). 

„ფაქტები აღქმების წინააღმდეგ:

Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია

ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან. კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა

თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი.

ასევე, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა 
საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%)
მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2%)

ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global)

Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.