ირაკლი კობახიძემ ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რეზი სოხაძეს მთავრობის სხდომაზე წარმატებები უსურვა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მთავრობის სხდომას დღეს პირველად დაესწრნენ.
„:მივესალმები ჩვენს ახალ მინისტრებს - პაატა სალიას, კახა გულედანსა და რევაზ სოხაძეს, რომლებიც პირველად ესწრებიან მთავრობის სხდომას და თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.