ნათია გედენიძე: 2018 წელს დღის წესრიგში დადგა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. 12 წლის მერე ჩვენი მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო

ნათია გედენიძე: 2018 წელს დღის წესრიგში დადგა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. 12 წლის მერე ჩვენი მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი გედენიძის მეუღლემ, ნათია გედენიძემ  ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს ფსიქოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ 12 წლის მერე მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო.

„მას შემდეგ რაც გამამართლებელი განაჩენი დადგა, ეს იყო 2018 წელი  და პრაქტიკულად ბრალდებულებიდან ჯერ დაზარალებულები გავხდით და შემდგომ უკვე გამართლებულები, შემდეგ დადგა დღის წესრიგში მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი და სასამართლოს მიერ იყო საჭიროება იმის დადგენა, 12 წლის მერე ჩვენ რამდენად გვტკიოდა ისევ ეს საკითხი და  მაშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. ამის მომხრე და ინიციატორი სხვათა შორის მეც ვიყავი, იმიტომ, რომ მეც ძალიან მაინტერესებდა ჩემი ორგანიზმი როგორ ახერხებდა ამასთან ბრძოლას. ამ ანალიზის დროს ძალიან ბევრი დეტალებთან ჩაღრმავება დამჭირდა. ფსიქოლოგთან ურთიერთობა იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე სასამართლო პროცესებზე. ბევრი ქვეკითხვები ჰქონდათ და დასკვნა იყო ის, რომ 12 წლის მერე ჩვენი მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო. ანუ მცნება ის, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ასეთ საკითხებზე არ მუშაობს და დასკვნამ ეს უბრალოდ დაადასტურა“, - განაცხადა ნათია გედენიძემ.