ლევან მახაშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: როდესაც ტარდება საზოგადოებრივი გამოკითხვები, საუკეთესო სტანდარტი არის, რომ დამფუძნებლები იქნებიან თუ მისი შემსრულებლები, უნდა იყვნენ აპოლიტიკურები

ლევან მახაშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: როდესაც ტარდება საზოგადოებრივი გამოკითხვები, საუკეთესო სტანდარტი არის, რომ დამფუძნებლები იქნებიან თუ მისი შემსრულებლები, უნდა იყვნენ აპოლიტიკურები

როდესაც ტარდება მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი გამოკითხვები, ყველას მოლოდინი და საუკეთესო სტანდარტი არის, რომ დამფუძნებლები იქნებიან თუ მისი შემსრულებლები, უნდა იყვნენ მაქსიმალურად აპოლიტიკურები, უნდა იყვნენ მოცილებულები პოლიტიკურ პროცესებს, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, ამ კონკრეტული კვლევითაც, არა თუ დამოუკიდებლები, არამედ არიან პარტიის წევრები, ან პარტიასთან დაკავშირებულები, ან პირდაპირ მონაწილეობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში. ბუნებრივად ჩნდება კითხვები, რომ მსგავსი ტიპის კვლევები ვერ შეიძლება და არც იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ეკონომიკური ზრდისა და მიღწევების გადასაფარად BM.GE -მ გამოაქვეყნა „ეისითი კვლევა“ სათაურით „საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია“. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ორგანიზაციამ სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს ჩაატარა და რვაასი ადამიანი გამოჰკითხა. „ეისითი კვლევის“ ხელმძღვანელი თინათინ რუხაძე ოპოზიციური აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ეს მის მიერვე გამოქვეყნებული სტატუსებით დასტურდება.

Gami აუჰ, კულტმინისტრიც თინათინ რუხაძე გვყავს...
3 საათის უკან
Gami აუჰ, კულტმინისტრიც თ

გატიკნული СО-СИСКА ისაკაძე.
3 საათის უკან