ლევან მახაშვილი თამარ კინწურაშვილის ჯილდოზე: ეს არის დაცინვა საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების, როდესაც კრიმინალები ხდებიან მედიამენეჯერები და კრიმინალებს აქცევენ მედიაგმირებად

ლევან მახაშვილი თამარ კინწურაშვილის ჯილდოზე: ეს არის დაცინვა საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების, როდესაც კრიმინალები ხდებიან მედიამენეჯერები და კრიმინალებს აქცევენ მედიაგმირებად

ეს არის დაცინვა საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების, როდესაც კრიმინალები ხდებიან მედიამენეჯერები და კრიმინალებს აქცევენ მედიაგმირებად, - ასე ეხმიანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გერმანული „დოიჩე ველეს“ მიერ სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭებას.

„ეს არის დაცინვა საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების, როდესაც კრიმინალები ხდებიან მედიამენეჯერები და კრიმინალებს აქცევენ მედიაგმირებად. ეს ადამიანი იყო ყალბი ნარატივების და დეზინფორმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ეს ადამიანი [თამარ კინწურაშვილი] შეაფასეს როგორც მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ერთ-ერთი გმირი. მოქალაქეები ხედავენ, რომ თურმე შეგიძლია იყო დეზინფორმაციის და ტყუილების გამავრცელებელი და ამის დამცველი და მეორე დღეს ორგანიზაციები, რომლისკენაც ვისწრაფვით და წარმოგვიდგენია საუკეთესო კანონმდებლობის დაცვის გარანტორებად, ასეთ კრიმინალებს აძლევენ ამ ტიპის ჯილდოებს. თუ ვინმე ძირს უთხრის საქართველოში ევროპულ ფასეულობებს, სწორედ ეს ინსტიტუტები არიან და არის სწორედ ასეთი ქმედებები“,- აღნიშნა მახაშვილმა.

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ „მედია განვითარების ფონდის“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატად დაასახელა.