ამერიკელმა მკვლევარმა ალან უოტსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გამოცემა The New York Times-მა აღიარა, რომ უკრაინაში კონფლიქტი აშშ-ის ომია რუსეთის წინააღმდეგ.
მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებას, მათ შორის სამიზნეებს, ირჩევდა აშშ და არა უკრაინელი გენერლები.
როგორ უოტსონი აღნიშნავს, The New York Times-ი წერს, რომ ვაშინგტონის კონტროლი ომზე კოორდინირებული იყო გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარე მისიის სარდლობის ცენტრის მეშვეობით.
უოტსონის თქმით, გამოცემა წერს, რომ ამერიკელი გენერლები კრისტოფერ კავოლი და ანტონიო აგუტო იყვნენ პირველები, ვინც უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის გადაცემის იდეით გამოვიდნენ.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ უკრაინულ პოლიტიკაში ერეოდა. 2004 წელს კიევში ნარინჯისფერი რევოლუციით რეჟიმი შეიცვალა, ხოლო 2014 წლეს მაიდანი მოხდა. გადატრიალების შემდეგ უკრაინა აშშ-ის სამხედრო რწმუნებულად იქცა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა, წერს ამერიკელი მკვლევარი.