როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ომის გაგრძელებისთვის, ბრიუსელი კიევს ახალი და უფრო ეფექტური შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება, ხოლო, თავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, ბლოკს 2.5 ტრილიონი ევრო დაუჯდება.
"როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია. ამისათვის კი ახალი და უფრო ეფექტური (მაგ. Taurus რაკეტები) შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კი ბლოკს, სხვადასხვა მონაცემებით 2,5 ტრილიონი ევრო დაუჯდება." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
იმ, დიდი წვალებით დაშლილი საბჭოთა კავშირისაგან ორი, ფაქტიურად რუსული, დიდი სახელმწიფო შერჩათ ხელში. მათთვის შინაგანად ორივე პოტენციური მტერია, რომელთაგან ერთს მეგობარი დაარქვეს. რადგან ამ ორი მტრის ერთმანეთთან შეტაკების საშუალება მიეცათ, ცდილობენ ორივე კურდღელი მოინადირონ უკრაინის გაწირვის ხარჯზე. თვითონ არც ერთს ბრძოლის უნარიანი არმია არ გააჩნია პოლონეთის გარდა, მაგრამ არც ეგ პოლონეთია ბოლომდე სანდო.
ცდილობენ დრო მოიგონ და შეიარაღდნენ, მაგრამ თუ ორი ტრილიონი უკრაინას მიაწვეს, და რაკეტებიც ზედ მიაფეთქეს, საინტერესოა, რუსეთზე გამარჯვებისათვის საჭირო იარაღს როდის მოაგროვებენ, თანაც იაფი რუსული რესურსების გარეშე.
ასე რომ, ახლა ევრო-ისტებლიშმენტისთვის ომის გაგრძელება ზედაპირზე ტივტივის საშუალებაა. მერე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო, ნათქვამია.