საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით „კონამ“ გაყიდვები გაზარდა

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით „კონამ“ გაყიდვები გაზარდა

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა და ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, კიდევ უფრო ეფექტიანი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მისცა. მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებს, გაზაფხულის კამპანიის ფარგლებში, სპეციალური პირობებით, ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარა. 
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებით ისარგებლა ყვავილებისა და ყავის მაღაზია კონამ და საკუთარი პროდუქცია ახალ მომხმარებლებს Ads მენეჯერის დახმარებით გააცნო.  
კონა მომხმარებელს ბუნებრივი ყვავილების თაიგულებსა და იტალიურ ნატურალურ ყავას სთავაზობს. კონა პეტრე მელიქიშვილის 23 ნომერში მდებარეობს, ამასთან, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის დახმარებით, მომხმარებლებს მიწოდების სერვისითაც ემსახურება. კომპანია 4 წლის წინ გაიხსნა და დღეს უკვე ყვავილებით გაფორმებასა და დიზაინთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის შეკვეთას მთელი საქართველოს მასშტაბით იღებს. 

“გაზაფხულის შეთავაზებით საგრძნობლად გაიზარდა კონას ცნობადობა განსხვავებულ სამიზნე აუდიტორიაზე. სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების მომართვიანობამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ბანკის კამპანია საკმაოდ ეფექტური იყო, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში”, — ამბობს კონას დამფუძნებელი, ხატია ჩიქოვანი.

მისი თქმით, Ads მენეჯერით მარტივად შეძლო შეთავაზების შექმნა და რეკლამის მორგება ბიზნესის ინტერესებზე. „ასევე საქართველოს ბანკის თანამშრომლებისგან მივიღე მხარდაჭერა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. გაყიდვები გაიზარდა და მომხმარებლებმაც მიღებული შეთავაზებებით და ფასდაკლებით ისარგებლეს ”, — აღნიშნავს იგი.

კონამ გახსნიდან რამდენიმე თვეში დაიმატა ახალი სერვისები, როგორიც არის წვეულების, თუ ღონისძიების გაფორმება, ფოტოსესიებისთვის გადასაღები სტუდიის მორთვა, სასტუმროების, მაღაზიებისა და რესტორნებისთვის ყვავილების მიწოდების სერვისი, ასევე ვორკშოფები სეზონური და თემატური სპეციფიკით. ამასთან, ცდილობენ, ჰქონდეთ საკუთარი ფლორისტიკული ხელწერა და მუდმივად შექმნან ახალი პროდუქტი, რომელიც დასამახსოვრებელი, ხელმისაწვდომი და ესთეტიკური იქნება მომხმარებლისთვის.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ახალი ფუნქციონალების დახმარებით ბიზნესის შეთავაზების შექმნა კიდევ უფრო გამარტივდა, შეთავაზების ჩვენება კი დანახარჯის გარეშე მობილბანკში, sCoolApp-ში და Offers.bog.ge-ზეა შესაძლებელი. 

Ads მენეჯერი ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მისი პროგრესი რეალურ დროშია ხელმისაწვდომი. შეთავაზების დასრულების შემდეგ Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიშიც ჩნდება. მათ შორის ბიზნესები აკვირდებიან შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს. 
თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს, სადაც ავტორიზაციას  იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში ხართ დარეგისტრირებული და რომლითაც ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. ხოლო თუ მარკეტერი ხართ, ამ შემთხვევაში  დირექტორმა უნდა გაგიწეროთ შესაბამისი როლი/წვდომა. 

შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ.  

უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.