დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ლონდონში ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლება ძალიან მძიმე და სამარცხვინო მისიას კისრულობს, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია​

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ლონდონში ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლება ძალიან მძიმე და სამარცხვინო მისიას კისრულობს, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია​

ხდება აღქმებით მანიპულირება და მცდელობა, რომ სასურველ სასურველი სინამდვილედ გაასაღონ - ეს ყველაფერი სასირცხვილოა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„სამწუხაროდ, ლონდონში ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლება ძალიან მძიმე და სამარცხვინო მისიას კისრულობს, რასაც „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა ჰქვია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სანქცირების საფუძვლად მითითებულია, რომ ეს პირები პასუხისმგებლები არიან ან იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.