შემოსავლების სამსახურმა რიგით მეჩვიდმეტე აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურმა რიგით მეჩვიდმეტე აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 10-11 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის (ITIC) ერთობლივი ინიციატივით, ქ. თბილისში რიგით მეჩვიდმეტე აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის (ITIC) პრეზიდენტმა, დენიელ ვიტმა. ორი დღის განმავლობაში ფინანსთა სამინიტროს, საგადასახადო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის, მონაცემთა გაციფრულების, ინვესტიციებისა და რეგიონული/საერთაშორისო გამოწვევების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები: პაატა კილაძე, ვლადიმერ ხუნდაძე, ირაკლი შარტავა, ლევან წითელაშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები. 2025 წლის „აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს" ჯამში 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრი (ITIC) 1993 წელს დაარსდა და ყოველწლიურ ფორუმებს 2005 წლიდან ატარებს. აღნიშნული ფორუმის მიზანია მონაწილეებს შორის, საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ დიალოგის გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება.