ყველა ის ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან გუშინ განვითარებული პროცესები შეფასებისას.
„რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა, რომ მივიდნენ და პატივი მიაგონ 9 აპრილის მხვრეპლებს, ეს არის „როდიონოვობა“. გუშინ ჩვენ ვნახეთ „როდიონოვები“ სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესსა და ასაკში.
ყველა ის ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ გვჩეხდნენ ნიჩბებით, ჩეხდნენ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით, დღეს ჩეხენ სიტყვებით, ზიზღით და და პირისპირებით, რაც პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და გარე ძალებიდან წაქეზებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედებები დღემდე არ დაუგმია არც ერთ იმ საელჩოს, რომელიც ამ ძალადობის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.
„დღემდე არც ერთ იმ საელჩოს, რომელიც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა, არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა „მოლოტოვის კოქტეილებით“. მათ არ დაუგმიათ ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანის დეჰუმანიზაციის, არ დაუგმიათ ზიზღის კამპანია, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით ამ ორგანიზაციების მხრიდან. თუ არ გმობ ძალადობას, ესე იგი აქეზებ ძალადობას და თუკი აქეზებ, ესე იგი ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.