გური სულთანიშვილი: 9 აპრილს მთავარი იყო, ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისათვის, დამოუკიდებლობისათვის - დღეს ვინც ამბობთ, ევროპა თუ გვეტყვის ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ეგაა კომპრადორული ელიტა, ეგაა 9 აპრილს რუსის მხარეს მყოფი ქართველი!

გური სულთანიშვილი: 9 აპრილს მთავარი იყო, ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისათვის, დამოუკიდებლობისათვის - დღეს ვინც ამბობთ, ევროპა თუ გვეტყვის ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ეგაა კომპრადორული ელიტა, ეგაა 9 აპრილს რუსის მხარეს მყოფი ქართველი!

9 აპრილს მთავარი იყო, ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისათვის! დამოუკიდებლობისათვის,  - წერს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღეს სუვერენიტეტს ხელს უშლიან გარკვეული ევრობიუროკრატიული ორგანოები, "დიფ სტეიტი" და განსაკუთრებით აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, რომელთაც სურდათ საქართველოს ომში ჩართვა და ამით სახელმწიფოს წამიერ ინსტრუმენტად ქცევა შეიარაღებით 100-ჯერ ძლიერ ქვეყანასთან. 

სულთანიშვილის თქმით, საქართველო არ აჰყვა შანტაჟის არანაირ ფორმას და შემოტევებს და სწორედ ესაა სუვერენიტეტი. 

"9 აპრილზე და უსამშობლოებზე - ცოტა ვრცელი პოსტი. 

შესავალი დებილებისთვის: რუსეთი ოკუპანტია 

ისტორიას რომ დროში კითხვა სჭირდება, ეს არახალია. ამას ჰერმენევტიკული კითხვაც ჰქვია, მაგალითად, მეფე ერეკლეს რომ რუსეთუმედ წარმოაჩენ, შუშანიკს ფემინისტად და დავით აღმაშენებელს ლიბერტარიანელად, "ნაცი" კი არა, დებილი "ნაცი" ხარ.. ეს "ლიბერნაცები" ადრე ამბობდნენ, ილიას ამერიკა უყვარდა და ევროპას აკრიტიკებდაო, კი ეგრე იყო, თუმცა იმ პერიოდის ევროპა იყო ის, რაც ახლაა ამერიკა. ილია მილიტარიზაციას აკრიტიკებდა და დღეს ალბათ სულ სხვა შეხედულება ექნებოდა ამერიკაზე. 

ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ამეხსნა ერთი რამ, 9 აპრილს მთავარი იყო, ჩვენი ბრძოლა სუვერენიტეტისათვის! დამოუკიდებლობისათვის.. 

დღეს ამ სუვერენიტეტს ხელს უშლიან გარკვეული ევრობიუროკრატიული ორგანოები, "დიფ სტეიტი" და განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია... მათ სურდათ ჩავრთულიყავით ომში, ვყოფილიყავით ინსტრუმენტი, თანაც წამიერი. შეიარაღებით ჩვენზე 100 ჯერ ძლიერ ქვეყანა/მეზობელთან, სადაც არც არავინ დაგვიცავდა, უარეს შემთხვევაში ახალი ადმინისტრაცია დაგვაკაჩავებდა, რატომ დაიწყეთ ომიო. 

ასევე დაგვიპირისპირდა ევრობიუროკრატია, სრულად უსამართლოდ, დააფინანსეს არეულობები, ტრენინგები, მოლოტოვის სროლის პრაქტიკები და ა.შ. გვიტევდნენ ყველანაირად და რაც მთავარია, გვეუბნებოდნენ რა კანონი მიგვეღო და რა არა, ეს პატარა საქართველო არ აჰყვა შანტაჟის ამ ფორმას, ესაა ზუსტად სუვერენიტეტი. 

დღეს ვინ ამბობთ, რომ ევროპა თუ გვეტყვის ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო, ეგაა კომპრადორული ელიტა, ეგაა 9 აპრილს რუსის მხარეს მყოფი ქართველი!" -  წერს გური სულთანიშვილი

მარბიელი ხელისუფლებას ოპოზიციაზე მეტი ფული აქვს აქაც და სხვაგანაც, პოლიცია, კანონი ... ხალხი ოპოს ხმას მისცემს, როცა ხედავს მის ჭკუას და მომავლის უკეთეს ხედვას; ჩვენთან ოპო უჭკუობას და პოლიტიკურ სიბეცეს ავლენს; რატომ უნდა მისცეს მას ხმა ხალხმა? მარტო ის, რომ ოცნებაზე უკეთესი ხელისუფალი გვინდა, ამისთვის საკმარისი არაა' ჰოდა ასე გაგრძელდება კაიხანს - ოპო ან არ გავა არჩევნებზე, ან წააგებს, იწივლებს გამოყალბესო, დადგამს პერფორმანსებს, გაიქცევა ბრიუსელში ... და რა? არაფერი!
1 კვირის უკან