საფრანგეთში, პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სოციალურ ქსელში მუქარა გამოთქვა მარინ ლე პენის საქმის მოსამართლის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
76 წლის მამაკაცი დააკავეს პარიზის გარეუბანში. მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი განცხადება მოსამართლის მისამართით, რასაც დაურთო გილიოტინის ფოტო.
მას ბრალი ედება მოსამართლის მიმართ მუქარის გამოთქმაში, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფაში.
ეს ბრალდება, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით და ჯარიმას 45 ათას ევრომდე ოდენობით.